[ Обновленные темы · Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SoulFox  
One Piece
Moderatorთარიღი: სამშაბათი, 11/მარ/2014, 11:14 PM | შეტყობინება # 1
® SHERLOCK HOLMES
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 765
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 10000
სტატუსი: Offline
აქ ვსაუბრობთ One Piece-ის შესახებ ანიმე/მანგა


ინფორმაცია
გამოსვლის წელი: 1999
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Shounen,
ისტორია ვითარდება პერიოდში, როდესაც ყველა მიისწრაფოდა გამხდარიყო მეკობრე. რა იყო ამის მიზეზი? მეკობრეების ასეთი დიდი ტალღა გამოიწვია სახელოვანი მეკობრის, გოლდ როჯერის სიკვდილით დასჯამ. იგი მიჩნეული იყო მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მეკობრედ. სიკვდილის წინ, გოლდ როჯერმა საჯაროდ განაცხადა, რომ მთელი მისი ქონება, რომელსაც "ONE PIECE"-ი უწოდა, მიტოვებული იყო შუაგულ ოკეანეში და რომ ყველა მსურველს შეეძლო ეკიპაჟის შეკრება და ზღვაში გასვლა საგანძურის საძებნელად. გოლდ როჯერის ამ განცხადებამ გამოიწვია არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი მეკობრული ხანა.
სწორედ ამ პერიოდში შეხვდება ანიმეს მთავარი გმირი ლუფი პირატ შანქს. პირატ შანქსის გაცნობა მას გაუჩენს სურვილს გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მეკობრე("მეკობრეების მეფე") და მოიპოვოს გოლდ როჯერის საგანძური. თუმცა ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. ამიტომ შანქსი მას სამახსოვროდ დაუტოვებს თავის ჩალის ქუდს. ლუფი პირობას მისცემს შანკს, რომ ერთ დღეს შეხვდება ოკეანეში, ოღონდ უკვე არა როგორც უბრალო ბავშვი, არამედ როგორც სახელგანთქმული მეკობრე. გადის წლები, ლუფი იზრდება და ასაკის მომატებასთან ერთად იზრდება მისი მეკობრედ გახდომის სურვილიც. იგი გადის ზღვაში, ეკიპაჟის და გემის გარეშე, იმ იმედით რომ გზაში შეძლებს ეკიპაჟის შეგროვებას... აქედან იწყება ლუფისა და მისი მეგობრების დაუვიწყარი თავგადასავალი.


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: