[ Обновленные темы · Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმის მოდერატორი: SoulFox  
ნარუტოს მსოფლიო
minato-1997თარიღი: შაბათი, 08/მარ/2014, 11:09 PM | შეტყობინება # 1
ანბუ
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 248
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 100
სტატუსი: Offline
ნარუტოს მანგასა და ანიმეს სერიებში მოქმედება გამოგონილ, უსახელო კონტინენტზე ვითარდება, რომელიც რამდენიმე ქვეყნადაა დაყოფილი. თითოეული ასეთი ქვეყანა პოლიტიკურად დამოუკიდებელია. ყოველ მათგანს სათავაში დაიმიო უდგას, რაც დამალული სოფლის კაგეს ტოლფასოვანი წოდებაა. მეგობრული ურთიერთობები ქვეყნებს შორის არასდროს არსებობდა. მათი ინტერესების შეურიგებლობამ სამი მსოფლიო ომი გამოიწვია.

ძირითადი ქვეყნებირედაქტირება
ცეცხლის ქვეყანა (火の国, ჰი ნო კუნი) ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლევამოსილი ქვეყანაა. ძირითადად სწორედ იქ ვითარდება სიუჟეტი, რადგან იგი სერიების მთავარი პერსონაჟების უმრავლესობის სამშობლოს წარმოადგენს. საკუთარი სახელი მან დამახასიათებელი ნათელი და თბილი ამინდის გამო მიიღო. ცეცხლის ქვეყანაში მდებარეობს ყველაზე ცნობილი და დიდი დამალული სოფელი - კონოჰაგაკურე, იგივე კონოჰა.

წყლის ქვეყანა (水の国, მიზუ ნო კუნი) საკუთარი უნიკალური ტრადიციების მქონე კუნძულებისგან შედგება. გარემო პირობებიც ქვეყნის სახელწოდების შესაბამისია - ეს მხარე გრილია, ნისლიანია და ტბებითაა სავსე. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად იქ, სადაც ჰაკუ გაიზარდა, ძალიან ცივა და ცოტა თოვლიც მოდის.

ხმების ქვეყანა (音の国, ოტო ნო კუნი) ცეცხლის ქვეყნის მეზობლად მდებარეობს. ანიმეს თანახმად[1], იგი ოროჩიმარუმ დაიმორჩილა და იქ საკუთარი სოფელი შექმნა.

მიწის ქვეყანა (土の国, ცუჩი ნო კუნი) ცეცხლის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთითაა გადაჭიმული. იგი უნაყოფო, ქვიანი ადგილების სიმრავლით გამოირჩევა. მისი საზღვარი მთაგრეხილს მიუყვება, რაც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას აბრკოლებს. ჩრდილოეთის ძლიერი ქარი ამ მთებიდან კლდის მომცრო ნატეხებს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე გადაისვრის ხოლმე. ბუნების ამ უცნაურ მოვლენას "ქვის წვიმას" ეძახიან.

ქარის ქვეყანა (風の国, კაზე ნო კუნი) სერიებში საკმაოდ ხშირად ფიგურირებს. იგი ცეცხლის ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და მდინარეთა ქვეყანასა და ამეგაკურეს ესაზღვრება. ქარის ქვეყანა უზარმაზარ სივრცეს ფარავს, თუმცა ეს ტერიტორია უმეტესწილად უდაბნოებითაა წარმოდგენილი, ხალხი კი მხოლოდ ოაზისებში ცხოვრობს. მიუხედავად მკაცრი გარემო პირობებისა, მოსახლეობის რაოდენობა დიდია. წარსულში არსებული ომიანობის მიუხედავად, ქარისა და ცეცხლის ქვეყნებს შორის აქტიური ვაჭრობაა გაჩაღებული.

ელვის ქვეყანა (雷の国, კამინარი ნო კუნი) ცეცხლის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებულ ნახევარკუნძულზე მდებარეობს. იგი შინობთა ხუთი დიდი ქვეყნიდან ერთ-ერთია. ქვეყნის შუაგულში უზარმაზარი მთაგრეხილებია, რომელთათვისაც ხშირი ჭექა-ქუხილია დამახასიათებელი, საიდანაც მომდინარეობს ქვეყნის სახელწოდება. ამ მთებიდან უამრავი მდინარე ჩაედინება ზღვაში, რაც თვალწარმტაც პეიზაჟს ქმნის. ელვის ქვეყანა ასევე ცხელი წყაროებითაა ცნობილი.

ტალღების ქვეყანა (波の国, ნამი ნო კუნი) ცეცხლის ქვეყნის ახლოს მდებარე კუნძულს წარმოადგენს. მას დამალული სოფელი არ აქვს და გამუდმებით კონოჰასა და სხვა მსგავსი სოფლების დახმარების იმედზე იმყოფება.

მდინარეთა ქვეყანა (川の国, კაუა ნო კუნი) ქარისა და ცეცხლის ქვეყნებს შორისაა მოქცეული. ჩრდილოეთით მას უსახელო ქვეყანა ესაზღვრება, სადაც მდებარეობს ამეგაკურე. აკაცუკიმ შუკაკუს ჩაკრა სწორედ ამ ქვეყანაში მდებარე ერთ-ერთ გამოქვაბულში ამოაცალა გაარას. აქვე გაიმართება ბრძოლა ჩიო/საკურასა და სასორის შორის, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაიღუპა.

რკინის ქვეყანა (鉄の国, ტეცუ ნო კუნი) ყინულიანი, თოვლით დაფარული ქვეყანაა. გასაკვირი ისაა, რომ იგი პოლიტიკურად იმდენად ნეიტრალურია, რომ შინობთა ომებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. გარდა ამისა, დანარჩენ ქვეყნებს შორის არსებობს შეთანხმება, რომ ისინი არასდროს ჩაერევიან მის საქმეებში. როგორც ამბობენ, რკინის ქვეყანას მეტად ძლიერი არმია ჰყავს, რაც არა ნინძების, არამედ სამურაიებისგან შედგება.

თოვლის ქვეყანა (雪の国, იუკი ნო კუნი) ნარუტოს პირველი ფილმის (ნარუტო, ფილმი: ნინძათა შეტაკება თოვლის მიწაზე) სიუჟეტის განვითარების ადგილია. მის დამალულ სოფელს იუკიგაკურე ჰქვია.

ცის ქვეყანა (空の国, სორა ნო კუნი) ნარუტოს მე-5 ფილმიდან გახდა ცნობილი (ნარუტო ქარიშხლის ქრონიკები 2: ბორკილები). იგი იმ ნინძების მიერ შეიქმნა, რომლებმაც ფრენის მიზნით საკუთარი ჩაკრა ნისლად გარდაქმნეს. როგორც ამბობენ, ეს ქვეყანა შინობთა მე-2 მსოფლიო ომში მონაწილეობდა, როდესაც მისი დამალული სოფელი კონოჰამ გაანადგურა, თუმცა თავად ქვეყანა განადგურებას გადაურჩა.

აღსანიშნავი დამალული სოფლებირედაქტირება
დამალული სოფელი ის ადგილია, სადაც ნინძები ცხოვრობენ. მათ ადრეული ასაკიდანვე წვრთნიან და სხვადასხვა რანგის მისიების შესასრულებლად გზავნიან, მიღებული შემოსავლებით კი სოფლის ბიუჯეტი ივსება. რაც მთავარია, ეს ნინძები ქვეყნის ძირითად დამცავ ძალას წარმოადგენენ. შინობთა ხუთი დიდი ქვეყნის დამალულ სოფლებს კაგეები მართავენ, რომლებიც რანგობრივად დაიმიოებს უთანაბრდებიან.

ამეგაკურე (雨隠れの里, ამეგაკურე ნო სატო, ქართ. "წვიმით დაფარული სოფელი") მცირე ზომის დამალული სოფელია, რომელიც უსახელო ქვეყანაში მდებარეობს. ამეგაკურეს არქიტექტურა ლითონის ცათამბჯენებისგან შედგება, რომლებზედაც დაგრეხილი მილებია მიმაგრებული, მათ თავზე კი ელექტროენერგიის გადახლართული ხაზები გადის. ამ სოფელში გამუდმებით წვიმს, რაც მის სახელწოდებაშიც აისახა.

იუაგაკურე (岩隠れの里, იუაგაკურე ნო სატო, "ქვებით დაფარული სოფელი") მიწის ქვეყნის დამალულ სოფელს წარმოადგენს. მის კაგეს ცუჩიკაჰე ჰქვია. ამჟამინდელი ცუჩიკაგეა ონოკი. იუაგაკურეს შინობები ქვასავით მტკიცე ხასიათით არიან ცნობილნი. ისინი უყოყმანოდ ასრულებენ ცუჩიკაგეს ნებისმიერ ბრძანებას მაშინაც კი როცა ეს მათ სიკვდილს უქადის.

კირიგაკურე (霧隠れの里, კირიგაკურე ნო სატო, "ნისლით დაფარული სოფელი") წყლის ქვეყნის დამალული სოფელია. მისი ლიდერია მიზუკაგე. ეს პოსტი ამჟამად მეი ტერუმის უკავია. გაქცეულ ნინძათა უმეტესობა რატომღაც სწორედ ამ სოფლიდანაა წამოსული.

კონოჰაგაკურე, იგივე კონოჰა (木ノ葉隠れの里, კონოჰაგაკურე ნო სატო, "ხის ფოთლებით დამალული სოფელი") ცეცხლის მიწის დამალული სოფელია. მას სათავეში ჰოკაგე უდგას. ცუნადე სოფლის მე-5 ჰოკაგეა. კონოჰას ჩრდილოეთიდან მაღალი კლდე დაჰყურებს, რომელზედაც სოფლის ყველა ჰოკაგეს სახეა გამოკვეთილი. კონოჰა ყველაზე ძლევამოსილი სოფლის სახელითაა ცნობილი. გარე პოლიტიკის თვალსაზრისით, მესამე მსოფლიო ომის შემდეგ, სხვა სოფლებთან იგი შედარებით მშვიდობიან დამოკიდებულებაშია.

კუმოგაკურე (雲隠れの里, კუმოგაკურე ნო სატო, "ღრუბლებში დამალული სოფელი") ელვის ქვეყნის დამალულ სოფელს ჰქვია. მისი ლიდერია რაიკაგე. სოფელი მთათა მწვერვალებზეა გაშენებული და მართლაც ღრუბლებითაა დაფარული. ამჟამინდელი რაიკაგეა ა.

კუსაგაკურე (草隠れの里, კუსაგაკურე ნო სატო, "ბალახში დამალული სოფელი") უსახელო ქვეყანაში მდებარეობს. ვინაიდან მისი გენინები კონოჰას მიერ ორგანიზებულ ჩუნინთა შესარჩევ გამოცდებში ღებულობდნენ მონაწილეობას, სავარაუდოდ ისინი მოკავშირე სოფლები არიან.

ოტოგაკურე (音隠れの里, ოტოგაკურე ნო სატო, "ხმებით დაფარული სოფელი") ოროჩიმარუს დამალულ სოფელს წარმოადგენდა, სადაც იგი ადამიანებზე ატარებდა ექსპერიმენტებს.

სუნაგაკურე (砂隠れの里, სუნაგაკურე ნო სატო, "ქვიშით დაფარული სოფელი") ქარის ქვეყნის დამალული სოფელია. მის კაგეს კაზეკაგე ჰქვია, რომლის ოფისი სოფლის ცენტრში მდებარე სფეროს ფორმის შენობაშია განთავსებული. ამჟამინდელი, მე-5 კაზეკაგეა გაარა. ამ სოფლის ნინძები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლით არიან ცნობილნი. დანებება მათთვის გამოსავალს არ წარმოადგენს.

ტაკიგაკურე (滝隠れの里, ტაკიგაკურე ნო სატო, "ჩანჩქერით დაფარული სოფელი") უსახელო ქვეყანაში მდებარეობს. ეს სოფელი უზარმაზარი ხის გარშემოა გაშენებული, ხოლო მახლობელი კლდიდან დაშვებული ჩანჩქერი მის მთავარ სიმბოლოდაა ქცეული.

უზუშიოგაკურე (渦潮隠れの里, უზუშიოგაკურე ნო სატო, "მორევით დაფარული სოფელი") უზუმაკის კლანის მშობლიურ სოფელს ერქვა. იგი მორევთა ქვეყანაში, ცეცხლის მიწის აღმოსავლეთით მდებარე პატარა კუნძულზე მდებარეობდა და მის განადგურებასთან ერთად შეწყვიტა არსებობა.
მიმაგრება: 9901500.jpg (93.4 Kb)
 
kazekage_gaaraთარიღი: კვირა, 09/მარ/2014, 1:06 AM | შეტყობინება # 2
® DubbeR
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 30
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 6
სტატუსი: Offline
me yvelas kazekage mirchevnia d
34
 
minato-1997თარიღი: კვირა, 09/მარ/2014, 1:08 AM | შეტყობინება # 3
ანბუ
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 248
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 100
სტატუსი: Offline
getyoba saxelze cool
 
kazekage_gaaraთარიღი: კვირა, 09/მარ/2014, 1:18 AM | შეტყობინება # 4
® DubbeR
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 30
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 6
სტატუსი: Offline
Quote minato-1997 ()
getyoba saxelze


:D
 
deidaraთარიღი: კვირა, 09/მარ/2014, 11:33 AM | შეტყობინება # 5
კაგე
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 355
ჯილდოები: 4
რეპუტაცია: 304
სტატუსი: Offline
ყველას ღრუელი ჯობია


® S.Moderator
 
minato-1997თარიღი: კვირა, 09/მარ/2014, 4:27 PM | შეტყობინება # 6
ანბუ
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 248
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 100
სტატუსი: Offline
yvelaze dzlieri shinobebi konohas yavda
 
kazekage_gaaraთარიღი: კვირა, 09/მარ/2014, 5:02 PM | შეტყობინება # 7
® DubbeR
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 30
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 6
სტატუსი: Offline
Quote minato-1997 ()
yvelaze dzlieri shinobebi konohas yavda


madara xo?
 
deidaraთარიღი: კვირა, 09/მარ/2014, 6:57 PM | შეტყობინება # 8
კაგე
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 355
ჯილდოები: 4
რეპუტაცია: 304
სტატუსი: Offline
Quote kazekage_gaara ()
madara xo?

madara konohas ar ekutvnis



® S.Moderator
 
minato-1997თარიღი: კვირა, 09/მარ/2014, 7:05 PM | შეტყობინება # 9
ანბუ
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 248
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 100
სტატუსი: Offline
Quote deidara ()
madara konohas ar ekutvnis

konoha ekutvnis madaras bolos da bolos magan daarsa

დამატებულია (2014-03-09, 7:04 PM)
---------------------------------------------
ara marto madara hokageebi kakashi kakashis mama

დამატებულია (2014-03-09, 7:05 PM)
---------------------------------------------
da saninebi

 
deidaraთარიღი: კვირა, 09/მარ/2014, 8:12 PM | შეტყობინება # 10
კაგე
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 355
ჯილდოები: 4
რეპუტაცია: 304
სტატუსი: Offline
Quote minato-1997 ()
konoha ekutvnis madaras bolos da bolos magan daarsa

darsebis gamo ???? ara



® S.Moderator
 
minato-1997თარიღი: კვირა, 09/მარ/2014, 9:24 PM | შეტყობინება # 11
ანბუ
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 248
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 100
სტატუსი: Offline
ka ronc ar ekutvnodes madaras gaulirda beri dzlieri nindza iyo konohashi hashiramadan dawyebuli narutomde damtavreb

დამატებულია (2014-03-09, 9:24 PM)
---------------------------------------------
marto minatos danaxvaze gaqcevas aswavliden bavshvebs sxva soplepshi

 
deidaraთარიღი: ორშაბათი, 10/მარ/2014, 7:51 AM | შეტყობინება # 12
კაგე
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 355
ჯილდოები: 4
რეპუტაცია: 304
სტატუსი: Offline
Quote minato-1997 ()
marto minatos danaxvaze gaqcevas aswavliden bavshvebs sxva soplepshi

mainc feilia



® S.Moderator
 
madaraთარიღი: სამშაბათი, 11/მარ/2014, 3:10 PM | შეტყობინება # 13
სტუდენტი
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 2
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
konohas yavs sauketeso shinobebi


Madara
 
Moderatorთარიღი: სამშაბათი, 11/მარ/2014, 9:22 PM | შეტყობინება # 14
® SHERLOCK HOLMES
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 765
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 10000
სტატუსი: Offline
deidara , ekutvnis konohas da uzlieresic aris

 
deidaraთარიღი: ოთხშაბათი, 12/მარ/2014, 8:23 AM | შეტყობინება # 15
კაგე
ჯგუფი: Member
შეტყობინებები: 355
ჯილდოები: 4
რეპუტაცია: 304
სტატუსი: Offline
WELORD, udzlieresi aris mara kohohas ranairad ekutvnis


® S.Moderator
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა: